1. ქვემოთ მოცემულია გადაცემის წარმართვის წესი, რომელიც გაადვილებს გადასაცემი ინფორმაციის გასაგებ და დამაკმაყოფილებელ მიღებას.
ა) გადაცემის დაწყებამდე შეამოწმეთ ეთერი გამოსაყენებელ სიხშირეზე და დარწმუნდით სხვა სადგურის გადაცემათა დაბრკოლებების არარსებობაში;
ბ) დაიცავით მიკროფონით სარგებლობის წესები;
გ) ილაპარაკეთ ჩვეულებრივი სამეტყველო ტონით მკაფიოდ და გარკვევით;
დ) მეტყველების სისწრაფე არ უნდა აღემატებოდეს წუთში 100 სიტყვას. თუ ცნობილია, რომ შეტყობინების გარკვეული ნაწილი ჩაიწერება მიმღები მხარის მიერ, ილაპარაკეთ უფრო ნელა;
ე) შეინარჩუნეთ ხმამაღლობის მუდმივი დონე;
ვ) ციფრების გადაცემამდე და გადაცემის შემდეგ, გაგების გაადვილების თვალსაზრისით, გააკეთეთ მცირედი პაუზა;
ზ) შეეცადეთ მოერიდოთ, ჩვეულებრივ, პაუზის შესავსებად გამოყენებული ისეთი ბგერების წარმოთქმას, როგორიცაა „ე..ე“;
თ) ლაპარაკის დაწყებამდე ბოლომდე დააჭირეთ თითი გადაცემის ღილაკს და არ აუშვათ შეტყობინების დამთავრებამდე, რითაც უზრუნველყოფთ შეტყობინების სრულ გადაცემას.
2. რადიოსატელეფონო კავშირის ერთ-ერთ გამაღიზიანებელ და პოტენციურად საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს მიკროფონის „მიწეპებადი“ ღილაკი. ოპერატორი ყოველი გადაცემის შემდეგ უნდა დარწმუნდეს, რომ ღილაკი განთავისუფლებულია და მიკროფონი მოთავსებულია შესაბამის ადგილას, სადაც ის შემთხვევით არ ჩაირთვება
“რადიოკავშირის წესებისა და ფრაზეოლოგიის საერთაშორისო ხაზებზე დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 19.05.2003
მუხლი 4. გადაცემის წარმართვის წესი
თავი 2 — ზოგადი საექსპლუატაციო წესები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ტერმინების განმარტება
- მუხლი 2. საყოველთაოდ მიღებული შემოკლებები
- მუხლი 3. შესავალი
- მუხლი 5. ასოების გადაცემა
- მუხლი 6. რიცხვების გადაცემა
- მუხლი 7. დროის გადაცემა
- მუხლი 8. სტანდარტული სიტყვები და გამოთქმები
- მუხლი 9. საავიაციო სადგურების მოსახმობები
- მუხლი 10. საჯაერო ხომალდების მოსახმობები
- მუხლი 11. რადიოსატელეფონო კავშირი ს დამყარება და წარმართვა
- მუხლი 12. სარადიოტელეფონო კავშირის გადაცემა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რადიოკავშირის წესებისა და ფრაზეოლოგიის საერთაშორისო ხაზებზე დამტკიცების შესახებ”, მუხლი 4, №27, 19.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.831 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55546/muxli-4/