1. აბსოლუტური სიმაღლე. ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან აღნიშნულ დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე.
2. აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემის სამსახური. დღეღამის ან მისი გარკვეული დროის განმავლობაში მომფრენი ან გამფრენი სხ-თვის მიმდინარე დადგენილი ინფორმაციის გადაცემა უწყვეტი და განმეორებადი რადიომაუწყებლობის მეშვეობით.
3. ადზ-ზე ხილვადობის სიშორე. მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განლაგებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაღვრელი ან მისი ღერძულა ხაზის მანიშნებელი ნათურები. აიმ
4. ბაქანი. სახმელეთო აეროდრომის დადგენილი ფართობი სხ-ების განსალაგებლად, მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის, ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის, საწვავით გაწყობის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
5. „ბრმად“ გადაცემა. გადაცემები სადგურებს შორის, როდესაც შეუძლებელია ორმხრივი კავშირის დამყარება, მაგრამ ამასთან იგულისხმება, რომ გამოძახებულ სადგურს შეუძლია გადაცემების მიღება.
6. დასაფრენად ვიზუალური შესვლა. დასაფრენად შესვლა სფწ-ით, როდესაც დასაფრენად სახელსაწყო შესვლის სქემა ნაწილობრივ ან სრულად არ არის დაცული და დაფრენა სრულდება ვიზუალური სახმელეთო ორიენტირებით.
7. დასაფრენად შესვლა რადიოლოკატორის მეშვეობით. სხ-ის შესვლა დასაფრენად რადიოლოკაციური კონტროლის მეთვალყურის ხელმძღვანელობით.
8. დასაფრენად შესვლის სავარაუდო დრო. დრო, როდესაც სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს გათვლით, მომფრენი სხ გადის მოცდის არიდან დაფრენის შესასრულებლად.
9. დონე. ზოგადი ტერმინი, რომელიც შეესაბამება მფრენი სხ-ის მდებარეობას ვერტიკალურ სიბრტყეში და შესაბამის შემთხვევებში აღნიშნავს ფარდობით სიმაღლეს, სრულ სიმაღლეს ან ფრენის ეშელონს.
10. ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები. დადგენილი მინიმუმის შესაბამისი ან გადამეტებული მეტეოროლოგიური პირობები, რომელიც გამოსახულია ხილვადობის სიშორის, ღრუბლებამდე მანძილის და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის სიდიდეებით.
11. ვფწ-ით ფრენა. ვიზუალური ფრენის წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა.
12. კურსი. მიმართულება, რომლის გასწვრივაც მდებარეობს სხ-ს გრძივი ღერძი და რომელიც ჩვეულებრივ გამოსახულია ჩრდილოეთის (გეოგრაფიული, მაგნიტური, საკომპასო ან პირობითი მერიდიანების) მიმართულებიდან ათვლილი კუთხის გრადუსებში.
13. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჯაერო სივრცე. დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც, საჯაერო სივრცის კლასიფიკაციის შესაბამისად, ხორციელდება ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება.
14. მიმართულების ხაზი. სხ-ს ფრენის ტრაექტორიის პროექცია ხმელეთზე, რომლის მიმართულებაც მის ნებისმიერ წერტილში გამოისახება ჩრდილოეთის (გეოგრაფიული, მაგნიტური ან პირობითი მერიდიანების) მიმართულებიდან ათვლილი კუთხის გრადუსებში.
15. მიწასთან შეხების წერტილი (დაფრენისას). წერტილი, სადაც ნომინალური გლისადა კვეთს ადზ-ს.
16. მეორე წრეზე წასვლის სქემა. სქემა, რომლითაც უნდა იმოძრაოს საჰაერო ხომალდმა, დასაფრენად შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში.
17. მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება. მომფრენი ან გამფრენი საჰაერო ხომალდების კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება.
18. მოცდის არეში ფრენის სქემა. წინასწარგანსაზღვრული მანევრი, რომელიც სხ-ს საშუალებას აძლევს დარჩეს საჯაერო სივრცის განსაზღვრულ ფარგლებში, დასაფრენად შესვლის ნებართვის მიღებამდე.
19. მოცდის პუნქტი. ვიზუალური ან სხვა საშუალებებით განსაზღვრული ადგილი, სადაც სამეთვალყურეო მითითების შესაბამისად ჩერდება მფრენი საჰაერო ხომალდი.
20. მოძრავი საავიაციო სადგური. მოძრავი საავიაციო სამსახურის სახმელეთო სადგური. ზოგ შემთხვევაში საავიაციო სადგური შეიძლება განთავსდეს, მაგ., საზღვაო ხომალდზე ან საზღვაო ბაქანზე.
21. მოძრავი საავიაციო სამსახური. საავიაციო სადგურებსა და საბორტო სადგურებს შორის ან საბორტო სადგურებს შორის კავშირის მოძრავი სამსახური, სადაც შეიძლება შევიდეს სამაშველო საშუალებების სადგურები; ეს სამსახური ასევე შეიძლება მოიცავდეს უბედურების ადგილის ინდიკატორ-რადიოშუქურებს, რომლებიც მუშაობენ უბედურებისა და საავარიო შეტყობინებების სიხშირეებზე.
22. ნებართვის მოქმედების საზღვარი. პუნქტი, სადამდეც მოქმედია საჰაერო ხომალდზე გაცემული სამეთვალყურეო ნებართვა.
23. ორმხრივი კავშირი „ჰაერი-მიწა“. ორმხრივი კავშირი საჰაერო ხომალდებსა და ხმელეთზე მდებარე სადგურებს ან პუნქტებს შორის.
24. რადიოლოკაციური ამოცნობა. გარკვეული რადიოლოკაციური ნიშნულის ან ადგილმდებარეობის რადიოლოკაციური ნიშნულის კონკრეტულ საჯაერო ხომალდთან შეჯერების პროცესი.
25. რადიომაუწყებლობა. სანაოსნო ინფორმაციის გადაცემა, რომელიც არ არის განკუთვნილი კონკრეტული სადგურ(ებ)ისათვის.
26. სააეროდრომო მოძრაობა. ყოველგვარი მოძრაობა აეროდრომის სამანევრო ფართობზე, ასევე ყველა საჯაერო ხომალდის ფრენები აეროდრომის რაიონში.
შენიშვნა : მიჩნეულია, რომ საჰაერო ხომალდი ფრენას ასრულებს აეროდრომის რაიონში, თუ ის შედის სააეროდრომო ფრენის წრეში ან გამოდის ან მდებარეობს მის ფარგლებში.
27. სააეროდრომო სადისპეტჩერო მომსახურება. სააეროდრომო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება.
28. სააეროდრომო ფრენის წრე. დადგენილი მარშრუტი, რომლითაც უნდა იმოძრაოს აეროდრომის რაიონში მფრენმა საჰაერო ხომალდმა.
29. საავიაციო სადგური. მოძრავი საავიაციო სამსახურის სახმელეთო სადგური. ზოგ შემთხვევაში, საავიაციო სადგური შეიძლება განთავსდეს, მაგალითად, საზღვაო ხომალდზე ან საზღვაო ბაქანზე.
30. სამანევრო ფართობი. აეროდრომის ნაწილი, ბაქნების გამოკლებით, რომელიც განკუთვნილია სხ-ების დაფრენის, აფრენისა და მიმოსვლისათვის.
31. სამეთვალყურეო არე. მიწის ზედაპირიდან ზემოთ დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე.
32. სამეთვალყურეო ნებართვა. საჰაერო ხომალდზე გაცემული ნებართვა, იმოქმედოს სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
33. სამუშაო ფართობი. სამანევრო ფართობისა და ბაქნ(ებ)ისაგან შემდგარი აეროდრომის ნაწილი, განკუთვნილი სხ-ების მიღების, მიმოსვლისა და გაშვებისათვის.
34. სარადიოლოკაციო დამიზნება. სხ-ების სანაოსნო დამიზნება რადიოლოკატორის მონაცემების საფუძველზე განსაზღვრული კურსის მითითებით.
35. სარაიონო სამეთვალყურეო ცენტრი. ორგანო, რომელიც ახორციელებს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ სამეთვალყურეო რაიონში კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურებას.
36. საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრი. ორგანო, რომელიც განკუთვნილია საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურებისა და ავარიული შეტყობინებების უზრუნველსაყოფად.
37. სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები. მეტეოროლოგიური პირობები, რომელიც გამოსახულია ხილვადობის სიშორის, ღრუბლებამდე მანძილის და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის სიდიდით. ეს სიდიდეები ვიზუალურ მეტეოროლოგიური პირობებისათვის დადგენილ მინიმუმებზე ნაკლებია.
38. სფწ-ით ფრენა. სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით განხორციელებული ფრენა.
39 საჰაერო მოძრაობა. ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამანევრო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდი.
40. საჰაერო მოძრაობის მომსახურება (სმმ). ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამისად ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო შეტყობინებას, საკონსულტაციო სმმ-ს, სამეთვალყურეო სმმ-ს (რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება, მისადგომის სამეთვალყურეო ან სააეროდრომო სადისპეტჩერო მომსახურება).
41. საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) ორგანო. ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამისად ნიშნავს: რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრს, მისადგომის სამეთვალყერეო პუნქტს ან სააეროდრომო სამეთვალყერეო პუნქტს.
42. საჰაერო ტრასა. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე (ან მისი ნაწილი), რომელიც წარმოდგენილია დერეფნის სახით და აღჭურვილია რადიოსანაოსნო საშუალებებით.
43. ფრენის გეგმა. სმმ-ის ორგანოს სათანადო ცნობები სხ-ის დასახულ ფრენაზე ან მის ნაწილზე.
44. შეტყობინებათა გადაცემის პუნქტი. განსაზღვრული გეოგრაფიული ორიენტირი, რომელთან მიმართებითაც შეიძლება გადაიცეს საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობა
“რადიოკავშირის წესებისა და ფრაზეოლოგიის საერთაშორისო ხაზებზე დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 19.05.2003
მუხლი 1. ტერმინების განმარტება
თავი 1 — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საყოველთაოდ მიღებული შემოკლებები
- მუხლი 3. შესავალი
- მუხლი 4. გადაცემის წარმართვის წესი
- მუხლი 5. ასოების გადაცემა
- მუხლი 6. რიცხვების გადაცემა
- მუხლი 7. დროის გადაცემა
- მუხლი 8. სტანდარტული სიტყვები და გამოთქმები
- მუხლი 9. საავიაციო სადგურების მოსახმობები
- მუხლი 10. საჯაერო ხომალდების მოსახმობები
- მუხლი 11. რადიოსატელეფონო კავშირი ს დამყარება და წარმართვა
- მუხლი 12. სარადიოტელეფონო კავშირის გადაცემა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რადიოკავშირის წესებისა და ფრაზეოლოგიის საერთაშორისო ხაზებზე დამტკიცების შესახებ”, მუხლი 1, №27, 19.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.831 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55546/muxli-1/