რადიოსატელეფონო ქსელი (RTF) იძლევა პილოტებსა და სახმელეთო პერსონალს შორის კავშირის წარმართვის საშუალებას. სათანადოდ გადაცემულ ინფორმაციასა და მითითებებს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს სხ-ების უსაფრთხო და სწრაფი ექსპლუატაციისათვის. მაგრამ ამასთან, არასტანდარტული წესებითა და ფრაზეოლოგიით სარგებლობა შეიძლება გაუგებრობის მიზეზი გახდეს. არსებული ინციდენტებისა და საავიაციო შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შეზღუდული ფრაზეოლოგიით სარგებლობის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობაა. ფასდაუდებელია სტანდარტული ფრაზეოლოგიის სწორი და ზუსტი გამოყენების მნიშვნელობა