1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“ – (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი, შემოკლებული დასახელება ქართულად – ,,საკ“, ლათინურად – ,,GAC“) შექმნილია ,,პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქმნის აკრედიტაციის სისტემას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს აკრედიტაციას.
2. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს ტესტირების (საგამოცდო), მათ შორის, ანალიზური, გამზომი ლაბორატორიების, ასევე დაკალიბრების და მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების (შემდგომში – ლაბორატორიები), პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების, ხარისხის სისტემების და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების (შემდგომში – სერტიფიკაციის ორგანოები) აკრედიტაციის სამუშაოების ჩატარებას
“აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 31.12.2012
მუხლი 1. შესავალი
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. აკრედიტაციის კრიტერიუმები
- მუხლი 3. განაცხადი აკრედიტაციაზე / განაცხადი აკრედიტაციის სფეროს გაფართოებაზე
- მუხლი 4. აკრედიტაციაზე განაცხადის თანდართული დოკუმენტების პაკეტი
- მუხლი 5. ხელშეკრულების გაფორმება აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის
- მუხლი 6. აკრედიტაციის დოკუმენტების ანალიზი
- მუხლი 7. საატესატაციო (შემფასებელი) კომისიის დანიშვნა
- მუხლი 8. ატესტაციის (შეფასების) ჩატარების პროცედურა
- მუხლი 9. აღმოჩენილი შეუსაბამობების ფაქტები და მაკორექტირებელი ღონისძიებები
- მუხლი 10. საატესტაციო კომისიის საბოლოო შეხვედრა, შეფასების მასალების განხილვა
- მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება აკრედიტაციის საბჭოზე
- მუხლი 12. აკრედიტაციის მოწმობა
როგორ დავიმოწმოთ
სხვა ადმინისტრაციული ორგანო “აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 1, №1, 07.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.40.036.008.747 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64906/muxli-1/