1. სხ-ის სიახლოვეს მომუშავე ავტოტრანსპორტის მძღოლი ვალდებულია გამოავლინოს მაქსიმალური ყურადღება და სრულად დაიცვას სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს მითითებები და ადგილობრივი წესები.
2. რადიოსატელეფონო კავშირის წარმართვის ზუსტი წესების დაცვა სავალდებულოა ყველა მომხმარებლის მიერ. სამუშაო ფართობზე მყოფი ყოველი ავტოტრანსპორტის მძღოლი ვალდებულია ახორციელებდეს ეთერის განუწყვეტელ მოსმენას არა მარტო დამატებითი მითითებების მისაღებად სამეთვალყურეო პუნქტიდან, არამედ ასევე სხვა საშუალებების მიმდინარე და დაგეგმილი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მისაღებადაც, რითაც უზრუნველყოფს შეჯახების რისკის შემცირებას