1. მოთხოვნა ფრენის წრის დაკავებაზე მითითებების მისაღებად გადაიცემა წინასწარ, რათა დაიგეგმოს წრის დაკავება სხვა სხ-ების გათვალისწინებით. თუ ფრენის წრე წარმოადგენს მარჯვენა წრით დასაფრენად შესვლის მარშრუტს, მაშინ სავალდებულოა ამის მითითება. მარცხენა წრით დასაფრენად შესვლის მარშრუტის მითითება აუცილებელი არ არის, თუმცა ამის აღნიშვნა შეიძლება მიზანშეწონილი იყოს იქ, სადაც წრის მიმართულება პერიოდულად იცვლება და ცოტა ხნის წინ შეიცვალა.
2. აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემის სამსახურის (ATIS) არსებობისას, მისი შეტყობინებების მიღება უნდა დადასტურდეს აეროდრომის საწყისი გამოძახებისას.

TBILISI TOWER, G-ABYF MILES NORTH 2500 FEET, INFORMATION
BRAVO, FOR LANDING

G-ABYF,JOIN DOWNWIND RW 31L WIND 270 DEGREES 5 KNOTS, QNH 1012

RUNWAY 31L QNH 1012,G-YF

G-YF, TRAFFIC TU-134 TAKING ოFF აND TU-154 DOWNWIND

G-YF,ROGER
3. მოძრაობის პრივალირებულ პირობებსა და სხ-ს მოფრენის მიმართულებაზე დამოკიდებულებით, შესაძლებელია გაიცეს დასაფრენად პირდაპირი შესვლის ნაბართვა.

TBILISI TOWER, G-ABYF 10 MILES NORTH 3000 FEET FOR LANDING

G-ABYF, MAKE STRAIGT-IN APPROACH RUNWAY 13 RIGHT, WIND 190 DEGREES
5 KNOTS,QNH 1009

G-YF, STRAIGHT-IN RUNWAY 13 R, QNH 1009
4. პილოტი, მოძრაობის წრეში შესვლისას, პერიოდულად იძლევა შეტყობინებას ადგილობრივი წესების შესაბამისად.

G-ABYF, DOWNWIND

G-YF, NUMBER 2 FOLLOW THE TU-154 ON BASE REPORT TRAFFIC IN SIGHT

G-YF, NUMBER 2,TRAFFIC IN SIGHT G-YF, BASE

G-ABYF, REPORT FINAL

G-YF, ROGER G-YF,FINAL

G-YF, CONTINUE APPROACH
5. წრეში მოძრაობის კოორდინირების მიზნით, შეიძლება წარმოიშვას შეყოვნების ან დაჩქარების მითითების გაცემის საჭიროება.

G-ABYF, EXTEND DOWNWIND (MAKE LONG APPROACH) NUMBER 2 FOLLOW TU-154, 4 MILES FINAL

NUMBER 2 TUPOLEV IN SIGHT, G-YF

G-YF,NUMBER 1 MAKE SHORT APPROACH TU-134 5 MILES FINAL

SHORT APPROACH, G-Y