1. მნიშვნელოვან სააეროდრომო ინფორმაციად ითვლება ცნობები სამანევრო ფართობსა და მის ტექნიკურ საშუალებებზე, რაც აუცილებელია სხ-ს უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის. სააეროდრომო ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად, უნდა გადაიცეს ძრავების ამუშავებამდე ან მიმოსვლამდე და დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურამდე. იგი მოიცავს შემდეგ ცნობებს:
ა) სამანევრო ფართობზე ან მის უშუალო სიახლოვეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ან ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული სამუშაოები;
ბ) ადზ-ს ან სამიმოსვლო ბილიკის (სბ) ზედაპირზე უსწორმასწორობები ან ბზარები, აღნიშნულია ის თუ არა;
გ) თოვლი ან ყინული ადზ-ზე ან სბ-ზე;
დ) წყალი ადზ-ზე;
ე) თოვლის ნამქერი ან ქარხვეტი ადზ-ს ან სბ-ს ნაპირებზე;
ვ) საფრთხის სხვა დროებითი სახეები, ბაქანზე სხ-ებისა და ხმელეთზე ან ჰაერში ფრინველების ჩათვლით.
ზ) სააეროდრომო ნათურების სისტემის ნაწილობრივი ან სრული მტყუნება ან გაუმართაობა;
თ) სხვა ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია.

GEO-621, CAUTION CONSTRUCTION WORK ADJACENT TO RW 31L … WORK IN PROGRESS AHEAD NORTH SIDE OF TW 4
... TW სეNტეRLINე LIGHTING UNSERVICEABLE
...PAPI RW 31L UNSERVICEABLE
...LARGე FLOCK OF BIRDS NORTH OF RW 31L NEAR TAXIWAY 3
...ILS 13R UNSERVICEABLE…
...RW CONDITIONS 13 R:AVAILAVLE
WIDTH 32 METRES, COVERED WITH THIN RATCES OF ICE, BRAK ING ACTION
POOR SNOW UP TO 30 CM ALONG EDGES
თავი 5
სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებ