1. დასაფრენად შესვლის დასკვნით საფეხურზე ბრუნისას, როდესაც ბრუნი სრულდება მიწასთან შეხების წერტილიდან 7 კმ-მდე (4 ზღვის მილი) მანძილზე, გადაიცემა შეტყობინება FINAL. როდესაც ბრუნი სრულდება უფრო მეტი დაშორებით, მაშინ გადაიცემა შეტყობინება LONG FINAL. თუ სხ დაფრენას ასრულებს დასაფრენი სწორიდან მიწასთან შეხების წერტილიდან 15 კმ-ის (8 ზღვის მილი) დაშორებით, გადაიცემა შეტყობინება LONG FINAL. თუ ამ დროისათვის არ არის დაფრენის ნებართვა, მაშინ მიწასთან შეხების წერტილიდან 7 კმ-ის (4 ზღვის მილი) დაშორებით გადაიცემა შეტყობინება FINAL.
GEO-621, LONG FINAL
GEO-621, CONTINUE APPROACH
GEO-621 GEO-621, FINAL
GEO-621, RW 31L CLEARED TO LAND WIND 270 DEGREES 20 KNOTS
CLEARED TO LAND, GEO-621
2. მიწიდან სხ-ს ვიზუალური დათვალიერების მიზნით, პილოტს შეუძლია მოითხოვოს სამეთვალყურეო ან სხვა სადამკვირვებლო პუნქტის გადაფრენა.
GEO-621, REQUEST LOW PASS UNSAFE LEFT GEAR INDICATION
GEO-621, CLEARED LOW PASS RUNWAY 31L NOT BELOW 500 FEET
REPORT FINAL
RUNWAY 31L NOT BELOW 500 FEET, GEO-621
3. თუ მცირე სიმაღლეზე გადაფრენა ხორციელდება შასის დათვალიერების მიზნით, მაშინ მისი მდგომარეობის აღწერა შეიძლება შემდეგი ერთ-ერთი პასუხით, თუმცა ეს მაგალითები ამომწურავი არ არის.
ა) LANDING GEAR APPEARS DOWN;
ბ) RIGHT (or LEFT, or NOSE) WHEEL APPEARS UP (or DOWN);
გ) WHEELS APPEAR UP;
დ) RIGHT (or LEFT, or NOSE) WHEEL DOES NOT APPEAR UP (or DOWN).
4. პილოტს წვრთნის მიზნით, შეუძლია მოითხოვოს დასაფრენად შესვლა ადზ-ის კურსით ან მისი პარალელური კურსით დაფრენის გარეშე.
GEO-621, REQUEST LOW APPROACN RUNWAY 13R FOR TRAINING
GEO-621, CLEARED LOW APPROACH RUNWაY 13R NOT BELOW 250 FEET,REPORT FINAL
RUNWAY 13R NOT BELOW 250 FEET, GEO-621
5. მიმოსვლაზე დროის ეკონომიის მიზნით, მოძრაობის წრეში საწვრთნელი ფრენისას, პილოტს შეუძლია მოითხოვოს ნებართვა TOUCH AND GO, ანუ სხ ასრულებს დაფრენას, გარბენს და აფრენას შეჩერების გარეშე.
G-ABYF, REQUEST TOUCH AND GO
G-ABYF, CLEARED TOUCH AND GO
CLEARED TOUCN AND G0,G-YF
ან
G-ABYF, UNABLE TO APPROVE DUE TRAFFIC CONGESTION MAKE FULL STOP
RW 31 L CLEARED TO LAND
CLEARED TO LAND FOR FULL STOR,G-YF
ან
G-YF, MAKE ANOTHER CIRCUIT REPORT DOWNWIND
G-YF, WILC