1. თუ აეროდრომის რაიონში არ ხორციელდება ინფორმაციის ავტომატური გადაცემა (ATIS), პილოტს, ძრავების ამუშავებაზე ნებართვის მოთხოვნამდე, შეუძლია მოითხოვოს აეროდრომის მიმდინარე ინფორმაცია.

TBILISI GROUND, GEO-621 TO FRANKFURT, REQUEST DEPARTURE
INFORMATION

GEO-621, DEPARTURE RUNWAY 31L, WIND 290 DEGREES4 KNOTS, QNH 1022,TEMPERATURE MINUS 2,DEW POINT MINUS 3,RVR 550 METRES
2. ძრავების ამუშავებაზე მოთხოვნა, ჩვეულებრივ, კეთდება სამეთვალყურეო მომსახურების დაგეგმვის გაიოლებისა და ხმელეთზე მომლოდინე სხ-ების მიერ საწვავის გადაჭარბებული ხარჯის აცილების მიზნით. პილოტი ამ მოთხოვნასთან ერთად იტყობინება სხ-ს ადგილმდებარეობას და ადასტურებს აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემის სამსახურის მონაცემების მიღებას. თუ სხ-ის გაფრენა ფერხდება, მეთვალყურე ჩვეულებრივ მიუთითებს ძრავების ამუშავების დროს ან ითხოვს ძრავების ამუშავების შეყოვნებას.

TBILISI GROUND GEO-621, STAND 14 REQUEST START UP, INFORMATION
"BRAVO"

GEO-621, TBILISI GROUND, START UP APPROVED,QNH 1009 TIME 04 AND HALF
ან
GEO-621, START UP AT 35,QNH 1009 TIME 04 AND HALF
ან
GEO-621,EXPECT DTPARTURE 49,START UP AT OWN DISCRETI0N, QNH 1009
TIME 04 AND HALF
3. პილოტი, მიიღებს რა სამეთვალყურეო მომსახურების ნებართვას, ახორციელებს ძრავების ამუშავებას სახმელეთო ბრიგადის (საჭიროებისდა მიხედვით) დახმარებით.
P- READY TO START UP
T- START UP NUMBER ONE
P- START UP NUMBER ON