1. სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება (სსსმ) უზრუნველყოფს სააეროდრომო სამეთვალყურეო არეში (სსა) და აეროდრომზე შემსვლელი სხ-ების საინფორმაციო მომსახურებას. უსაფრთხო და ეფექტური ფრენის განხორციელების მიზნით, პილოტისათვის გადაცემული ინფორმაცია უნდა იყოს სწორი, მკაფიო და არაორაზროვანი. სამანევრო არეში სხ-ის, ტრანსპორტისა და ცალკეული პირების გადაადგილების ნებართვა, ასევე ბაქანზე მოძრავ სხ-ებს ან სსა-ში შემსვლელ სხ-ებს ნებართვა ეძლევა ან უუქმდება აეროდრომზე პასუხისმგებელი პირის მიერ. სსსმ ნებართვას იძლევა ამ პირის სახელით.
2. სახმელეთო მოძრაობისას და აფრენისას სარგებლობენ შემდეგი ფრაზეოლოგიით
ა) სამიმოსვლოდ მზადყოფნისას

G-ABYF, TAXI TO HOLDING POSITION, RUNWAY 31 CIRCUIT DIRECTION LEFT,QNH 1019, REPORT READY FOR DEPARTURE.
ან
NEGATIVE I WILL CALL YOU
ან
AFTER THE BE-20, COMMING FROM YOUR
LEFT, TAXI TO HOLDING POSITION
ბ) სხ ან სატრანსპორტო საშუალება ითხოვს მუშა ადზ-ს გადაკვეთას
G-ABYF, CROSS AND REPORT VACATED
ან
G-ABYF, AFTER THE LANDING/DEPARTING
YAK-40 CROSS AND REPORT VACATED
გ) მუშა ადზ-ის გადაკვეთის აკრძალვისას
G-ABYF, NEGATIVE- I WILL CALL YOU
დ) სხ ითხოვს აფრენას
TAKE-OFF AT YOUR DISCRETION (traffic Information)
ან
LINE UP-OVER (LINE UP AND WAIT)
ან
NEGATIVE, I WILL CALL YOU.
ე) აფრენის შემდეგ
204,ROGER, REPORT SARTICHALA
2. გადამფრენ ან მომფრენ სხ-თან მიმართებით გამოიყენება შემდეგი ფრაზეოლოგია
ა)სხ ითხოვს სააეროდრომო სამეთვალყურეო არის გადაფრენას
204,REPORT ENTERING/OVERHEADING/
LEAVING (traffic information if applicable)
ბ) სხ ითხოვს დასაფრენ არეში შესვლას
G-YF, RUNWAY 31L,LEFT TRAFFIC CIRCUIT SURFACE WIND 310-5 KNOTS, QNH 1019 (traffic information and essential aerodrome information as applicable)
გ) სხ იტყობინება მე-4 ბრუნის შესრულებას
G-YF, LAND AT YOUR DISCRETION
SURFACE WIND 310 5 KNOTS*
ან
G-YF, RUNWAY IS OBSTRACTED*.
დ) სხ იტყობინება დაფრენის და/ან ზოლის გათავისუფლების შესახებ
G-YF, VACATE RUNWAY VIA TW 5 AND 6
3. შერეული ფრაზეოლოგია:
ა) სხ ელოდება სამეთვალყურეო მომსახურებას
G-YF, NO ATC SERVICE AVAILABLE,FLIGHT INFORMATION ONLY
ბ) სხ ითხოვს ინფორმაციას, რომლის დაუყოვნებელი მიწოდება შეუძლებელია
G-YF, STANDBY.
შენიშვნა : თუ სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო სამსახური (სსსმ) თვალყურს ადევნებს სხ-ის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, მაშინ მოხსენება ტერიტორიის გათავისუფლებაზე არ მოითხოვება.
* უნდა გადაიცეს აუცილებელი სააეროდრომო ინფორმაცია საჰაერო მოძრაობაზე
თავი 6
ზოგადი სარადიოლოკაციო ფრაზეოლოგი