1. გვერდითი ეშელონირების უზრუნველსაყოფად, სხ-ს შეიძლება მიეთითოს ფრენის გარკვეული მიმართულება. პილოტს, თუ ეს თავისთავად ცხადი არ არის, უნდა ეცნობოს სარადიოლოკაციო დამიზნების აუცილებლობის მიზეზი.

GEO-621,REPORT HEADING

GEO-621, HEADING 090

GEO-621, TURN LEFT HEADING 050 FOR SEPARATION

LEFT 050,GEO-621

GEO-621, FLY HEADING 050

HEADING 050,GEO-621
2. სამეთვალყურეო მომსახურება შეიძლება საჭიროებდეს მონაცემებს სხ-ის კურსის შესახებ, რადგან გვერდითი ეშელონირებისას სხ-ს ხშირად მიეთითება უწინდელი კურსის შენარჩუნება. ამ შემთხვევაში გვერდითი ეშელონირება შეიძლება დამყარდეს შემხვედრი მოძრაობისათვის.

GEO-621, REPORT HEADING

GEO-621,HEADING 140

GEO-621,CONTINUE PRESENT HEADING

GEO-621,WILCO
3. დამიზნების შემდეგ პილოტს მიეთითება ფრენის დამოუკიდებლად გაგრძელების შესახებ და ეძლევა ადგილმდებარეობის ინფორმაცია, აუცილებლობისას – შესაბამისი მითითებებიც.

GEO-621, POSITION 15 NM NORTH-WEST OF MUKHRANI, RESUME OWN NAVIGATION DIRECT VETLA

DIRECT VETLA, GEO-621
4. სხ-ს, შეყოვნების ან მას და მის წინ მდებარე სხ-ებს შორის აუცილებელი ინტერვალის უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება მიეთითოს სრული ბრუნის (ან ბრუნი 3600-ით) შესრულება.

GEO-621, MAKE A THREE SIXTY TURN LEFT FOR DELAYING ACTION

THREE SIXTY TURN LEFT, GEO-621
5. აუცილებლობისას, შეიძლება გაიცეს ბრუნის შესრულების შეწყვეტის ბრძანება.

GEO-621,STOP TURN HEADING 120

GEO-621, HEADING 12