1. სმმ-ის სარადიოლოკაციო სისტემებით უზრუნველყოფილი ინფორმაცია, რომელიც აისახება საჰაერო ვითარების ინდიკატორზე, გამოყენებული უნდა იქნას საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებისას შემდეგი ფუნქციების განსახორციელებლად:

ა) საჰაერო უზრუნველყოფა, საჰაერო სივრცის სრულყოფილად გამოყენების, შეფერხებების შემცირების, პირდაპირი მარშრუტების და ფრენის ოპტიმალური პროფილის შეთავაზების მიზნით, ასევე ფრენის უსაფრთხოების ასამაღლებლად;

ბ) გამფრენი სხ-ების სარადიოლოკაციო დამიზნება, გამფრენი სხ-ების დაჩქარებული და ეფექტური ნაკადის ორგანიზების ხელშეწყობის და საკრეისერო ეშელონამდე სიმაღლის აღების დაჩქარების მიზნით;

გ)  სხ-ების სარადიოლოკაციო დამიზნება, შესაძლო კონფლიქტური ვითარების აღმოფხვრის მიზნით;

დ) მომფრენი სხ-ების სარადიოლოკაციო დამიზნება, დასაფრენად შესული სხ-ების აჩქარებული და ეფექტური ნაკადის ორგანიზების მიზნით;

ე)  სარადიოლოკაციო დამიზნების უზრუნველყოფა ნაოსნობის განხორციელებაში საფრენოსნო ეკიპაჟების ხელშეწყობის მიზნით;

ვ)  გადაფარვის არეალში ეშელონირების უზრუნველყოფა და ჩვეული მოძრაობის ნაკადის შენარჩუნება, სხ-ზე კავშირის მტყუნების შემთხვევაში.

ზ)   სხ-ის ფრენის ტრაექტორიის მონიტორინგი.

შენიშვნა: თუ  საწარმოს მიერ არსებობს დაშვება მიმართულების ხაზის, სიჩქარის ან დროის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მაშინ აღნიშნული დაშვების ფარგლებში გადახრა არ ითვლება არსებითად.

თ) საჰაერო მოძრაობის მიმდინარეობაზე დაკვირვება, რათა მოხდეს საპროცედურო კონტროლის მეთვალყურის უზრუნველყოფა:

თ.ა) დაზუსტებული ინფორმაციით მის კონტროლქვეშ არსებული სხ-ების ადგილმდებარეობის შესახებ;

თ.ბ) დამატებითი ინფორმაციით სხვა მოძრაობის შესახებ; და

თ.გ) ინფორმაციით, რომელიც შეეხება სხ-ების ნებისმიერ გადახრას სამეთვალყურეო ნებართვებით მითითებული პირობებიდან, მათ შორის ნებადართული მარშრუტებიდან და შესაბამის შემთხვევებში, სიმაღლიდან.

2. საჰაერო მოძრაობის ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების-მაუწყებლობის უზრუნველყოფისას, სხ-ების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს სრული დატვირთვის პირობებში დასაშვებ უსაფრთხოდ კონტროლირებად სხ-ების რიცხვს. ამასთან გასათვალისწინებელია:

ა) შესაბამისი სამეთვალყურეო რაიონის სტრუქტურული სირთულე;

ბ) შესაბამის სამეთვალყურეო რაიონში განსახორციელებელი ფუნქციები;

გ) მეთვალყურის სამუშაო დატვირთვა, სხვადასხვა სხ-ების შესაძლებლობების და შესაბამისი სამეთვალყურეო პუნქტის გამტარუნარიანობის გათვალისწინებით;

დ) კავშირის, ნაოსნობის და სარადიოლოკაციო, როგორც საბორტო, ისე სახმელეთო ძირითადი და სარეზერვო სისტემების ქმედუნარიანობა და მათი ტექნიკური საიმედოობის ხარისხი.

3. „ჰაერი-მიწა“ კავშირი  უნდა დამყარდეს სმმ-ის სარადიოლოკაციო მომსახურების უზრუნველყოფამდე, გარდა ავარიული ვითარების