1. მრლ-ის კოდების 7700 (ავარიული ვითარება სხ-ზე), 7600 (რადიოკავშირის მტყუნება) და 7500 (უკანონო ჩარევის აქტი) რეზერვირება ხორციელდება საერთაშორისო დონეზე, რათა პილოტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ისარგებლონ შესაბამისად ავარიულ ვითარებაში, რადიოკავშირის მტყუნებისას ან უკანონო ჩარევის დროს.

2. საწარმო ვალდებულია მრლ-ის კოდების განაწილება და მინიჭება განახორციელოს შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა)    კოდების განაწილება უნდა მოხდეს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებების საფუძველზე და მეზობელ რაიონებში საჰაერო სივრცის რადიოლოკაციური გადაფარვის არეების გათვალისწინებით;

ბ)    საწარმო ვალდბეულია შეადგინოს გეგმა და განსაზღვროს სმმ-ის პუნქტებისთვის კოდების განაწილების წესი;

გ)    აღნიშნული გეგმა და წესები შესაბამისობაში უნდა იყოს მეზობელი სახელმწიფოების გეგმებსა და წესებთან;

დ)   კოდების განაწილებისას, უნდა გამოირიცხოს დროის დადგენილი პერიოდით ამ კოდების გამოყენება სხვა რაიმე დანიშნულებით, ერთი მრლ-ის მოქმედების არეში;

ე)    პილოტისა და მეთვალყურის სამუშაო დატვირთვის შესამცირებლად, ასევე ჰაერი-მიწა კავშირის საჭიროების შესამცირებლად, კოდების ცვლილების რაოდენობა, რომელსაც ახორციელებს პილოტი, უნდა დავიდეს მინიმუმამდე;

ვ)    სხ-ებს კოდები უნდა მიენიჭოთ  საწარმოს მიერ დადგენილი წესებისა და გეგმის შესაბამისად;

ზ)   სხ-ის ინდივიდუალური ამოცნობის აუცილებლობის შემთხვევაში, ყოველ სხ-ს უნდა მიენიჭოს დისკრეტული კოდი, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს სრული ფრენის განმავლობაში;

თ)   გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხ იმყოფება ავარიულ ვითარებაში, კარგავს კავშირს ან ხდება უკანონო ჩარევის ობიექტი და თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით ან საჰაერო მოძრაობის მართვის გადამცემ და მიმღებ პუნქტს შორის არსებული შეთანხმებით, გადამცემმა პუნქტმა კონტროლირებად სხ-ს, კავშირის გადაცემამდე, უნდა მიანიჭოს კოდი A2000.

შენიშვნა: ტერმინი „სამედიცინო დანიშნულების სხ“ გულისხმობს სხ-ს, რომელიც დაცულია ჟენევის 1949 წლის კონვენციებით და 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმით (პროტოკოლით) „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ (ოქმი 1