1. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში სხ-ის შესაძლო შესვლის შესახებ ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ პილოტს უნდა გადასცეს წინასწარ, რათა პილოტს შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი ზომების გასატარებლად, მათ შორის, რეკომენდაციის მოთხოვნა არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული რაიონის გვერდის ავლის მიზნით საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად.

2. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ნებისმიერი რაიონის გვერდის ავლის მიზნით, სხ-ის სარადიოლოკაციო დამიზნებისას, მეთვალყურე უნდა დარწმუნდეს, რომ შესაძლებელი იქნება სხ-ის დაბრუნება ფრენის დასახულ ან დანიშნულ ტრაექტორიაზე, სარადიოლოკაციო სისტემის გადაფარვის არეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულზე მან უნდა აცნობოს პილოტს.

3. საწარმო ვალდებულია:

ა) განსაზღვროს პროცედურები, რომლის მიხედვითაც მეთვალყურის მიერ უნდა მოხდეს  არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სხ-ისა და მეტეოროლოგიური სამსახურისათვის;

ბ) უზრუნველყოს სარადიოლოკაციო მომსახურების მეთვალყურის მიერ ამინდის შესახებ ინფორმაციის ასახვასთან მიმართებით სარადიოლოკაციო შეზღუდვის ცოდნ