1. საწარმო ვალდებულია სმმ-ის სახელმძღვანელოს მე-2 ნაწილში განსაზღვროს მოთხოვნები საჰაერო ვითარების ინდიკატორების მახასიათებლების შემოწმების მიმართ, მათ შორის სრული ან ნაწილობრივი გათიშვის შეტყობინების წესი.
2. სარადიოლოკაციო სისტემის გამოყენება უნდა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც სხ-ის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების ხარისხი უარესდება საწარმოს მიერ დადგენილ დონესთან შედარებით.
3. მეთვალყურე ვალდებულია ყოველი გამოყენების წინ გამართოს საჰაერო ვითარების ამსახველი ინდიკატორ(ებ)ი და განახორციელოს მათი სიზუსტის სათანადო შემოწმება, სმმ-ის სახელმძღვანელოში შესაბამისი მოწყობილობისთვის გაწერილი პროცედურების შესაბამისად.
4. მეთვალყურე უნდა დარწმუნდეს, რომ სმმ-ის სარადიოლოკაციო სისტემების ფუნქციური შესაძლებლობები, ასევე საჰაერო ვითარების ინდიკატორზე ასახული ინფორმაცია, საკმარისია შესაბამისი ფუნქციების განსახორციელებლად.
5. სმმ-ის სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში გაწერილი პროცედურების შესაბამისად, მეთვალყურე ვალდებულია აცნობოს შესაბამის პირებს მოწყობილობის ნებისმიერი მტყუნების ან ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ, რომელიც საჭიროებს მოკვლევას, ან ნებისმიერი ვითარების შესახებ, რომელიც ართულებს ან შეუძლებელს ხდის სარადიოლოკაციო მომსახურების უზრუნველყოფა