1. სხ-ის მართვაზე პასუხისმგებლობა სამეთვალყურეო რაიონის რაიონული სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტის მიერ უნდა გადაეცეს მოსაზღვრე სამეთვალყურეო რაიონის რაიონულ სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს, სამეთვალყურეო რაიონების საერთო საზღვრის გადაკვეთისას, დროის იმ მომენტში, რომელიც გაანგარიშებულია იმ რაიონული სამეთვალყურეო პუნქტის მიერ, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სხ-ის მართვას, ან სხვა ისეთ წერტილში, ისეთ ეშელონზე ან ისეთ დროს, რომელიც შეთანხმებულია ამ ორ პუნქტს შორის.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება და მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება უზრუნველყოფილია საჰაერო მოძრაობის მართვის სხვადასხვა პუნქტის მიერ, სხ-ის მოძრაობის მართვაზე პასუხისმგებლობა რაიონული სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველმყოფი პუნქტის მიერ უნდა გადაეცეს მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველმყოფ პუნქტს და პირიქით, იმ წერტილში ან დროის იმ მომენტში, რომელიც შეთანხმებულია ამ ორ პუნქტს შორის.
3. გარდა იმ ფრენებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან მხოლოდ სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებით, მომფრენი და გამფრენი სხ-ების კონტროლირებადი ფრენების მართვაზე პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტსა და მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს შორის, შემდეგნაირად:
ა) მომფრენი სხ-ის მართვა მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მიერ უნდა გადაეცეს სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს, როდესაც ეს სხ:
ა.ა) იმყოფება აეროდრომის შემოგარენში და
ა.ა.ა) ითვლება, რომ მას შეუძლია დაასრულოს დაფრენა ვიზუალური სახმელეთო ორიენტირების მიხედვით; ან
ა.ა.ბ) შევიდა მდგრადი ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობების არეში; ან
ა.ბ) იმყოფება დაწესებულ წერტილზე ან დაწესებულ სიმაღლზე, შეთანხმების ან ადგილობრივი ინსტრუქციის შესაბამისად , ან
ა.გ) უკვე განახორციელებს დაფრენას.
4. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის მეთვალყურეს კავშირი უნდა გადაეცეს ისეთ წერტილში, ისეთ ეშელონზე ან ისეთ დროს, რომ შესაძლებელი იყოს სხ-ს დროულად მიეცეს დაფრენის ნებართვა ან სხვა მითითება, ასევე ინფორმაცია ძირითადი ადგილობრივი მოძრაობის შესახებ.
შენიშვნა: მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის არსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია გარკვეული ფრენების მართვა უშუალოდ რაიონული სამეთვალყურეო პუნქტის მიერ გადაეცეს სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს და პირიქით, როდესაც არსებობს დაინტერესებულ პუნქტებს შორის წინასწარი შეთანხმება მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების შესაბამისი ნაწილის რაიონული სამეთვალყურეო პუნქტის მიერ ან სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის მიერ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, იმისდა მიხედვით, თუ რომელი უფრო შესაფერისია ამა თუ იმ შემთხვევაში.
5. გამფრენი სხ-ის მართვა სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტის მიერ გადაეცემა მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს:
ა) როდესაც აეროდრომის რაიონში არის ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობები:
ა.ა) სხ-ის მიერ აეროდრომის შემოგარენის დატოვებამდე,ა.ბ) სხ-ის მიერ სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენაზე გადასვლამდე, ან
ა.გ) როდესაც სხ იმყოფება დადგენილ წერტილში ან სიმაღლეზე შეთანხმების ან ადგილობრივი ინსტრუქციის შესაბამისად.
ბ) როდესაც აეროდრომის რაიონში არსებობს სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები:
ბ.ა) მიწის ზედაპირიდან სხ-ის მოწყვეტის შემდეგ, ან
ბ.ბ) როდესაც სხ იმყოფება დადგენილ წერტილში ან სიმაღლეზე, შეთანხმების ან ადგილობრივი ინსტრუქციის შესაბამისად .
6. სმმ-ის ერთი და იმავე პუნქტის ერთი სამეთვალყურეო სამუშაო ადგილის მიერ მეორე სამეთვალყურეო სამუშაო ადგილისთვის სხ-ის მართვის პასუხისმგებლობის გადაცემა უნდა განხორციელდეს იმ წერტილში, იმ სიმაღლე ან იმ დროს, რომელიც განსაზღვრულია სმმ-ის სახელმძღვანელოშ