ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის გამაფრთხილებელი ავტონომიური სისტემის  არსებობის შემთხვევაში, სმმ-ის პუნქტისთვის უნდა არსებობდეს პროცედურები იმ ვითარებაში სამოქმედოდ, როდესაც მეთვალყურეს ეცნობება ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის გამაფრთხილებელი ავტონომიური სისტემის მიერ გაფრთხილების გაცემის შესახებ, ასევე, ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის გამაფრთხილებელი ავტონომიური სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, მისი გათიშვის პროცედურები.

შენიშვნა 1: ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის გამაფრთხილებელი ავტონომიური სისტემის მიერ გაფრთხილების გაცემა წარმოადგენს დაკვირვების მონაცემებზე დაფუძნებულ ფუნქციას. ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის გამაფრთხილებელი ავტონომიური სისტემის აღნიშნული ფუნქციის მიზანია საფრენოსნო ეკიპაჟების და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ხელშეწყობა, ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის შემთხვევების აღკვეთაში, ადზ-ზე შესაძლო საფრთხის შესახებ უშუალო გაფრთხილების დროულად გაცემის გზით, რაც უსაფრთხოს გახდის მას შესვლის, გადაკვეთის ან აფრენის შესასრულებლად.

შენიშვნა 2: ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის გამაფრთხილებელი ავტონომიური სისტემა ფუნქციონირებს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემისგან დამოუკიდებლად. გაფრთხილება გადაეცემა პილოტებსა და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს.

შენიშვნა 3: ადზ-ზე არასანქცირებული შესვლის გამაფრთხილებელი ავტონომიური სისტემის  აღწერა და ინფორმაცია მისი გამოყენების შესახებ მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის პირველი ტომის A-დამატებაშ