1. საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების მიზნებისთვის გამოყენებული სახმელეთო რადიომოწყობილობების სრული მტყუნების შემთხვევაში, მეთვალყურე ვალდებულია:

ა) იმ შემთხვევაში თუ სხ-ს მოეთხოვება ავარიული 121,5 მჰც სიხშირის მოსმენა, შეეცადოს, კავშირი დაამყაროს აღნიშნულ სიხშირეზე;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს მტყუნების შესახებ ყველა მომიჯნავე სმმ-ის პუნქტს;

გ) ამავე სამეთვალყურეო პუნქტებს  ან სამუშაო პოზიციებს აცნობოს საჰაერო მოძრაობის არსებული ვითარება;

დ) აუცილებლობისას, მოითხოვოს  ხელშეწყობა იმ სხ-ების ეშელონირების და მომსახურების  უზრუნველყოფაში, რომლებსაც შეუძლია კავშირის დამყარება ამ მომიჯნავე სმმ-ის  ან  სამეთვალყურეო პუნქტიდან;

ე)  მითითება მისცეს მეზობელ სამეთვალყურეო პუნქტებს ან სმმ-ის  შესაბამის სამეთვალყურეო პუნქტებს, დააყოვნონ ან მიმართონ კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო პუნქტის პასუხისმგებლობის რაიონის ფარგლებს გარეთ, სადაც მოხდა რადიომოწყობილობის შეფერხება, სანამ არ აღდგება  მომსახურება.

2. საბორტო გადამცემის მიერ სამეთვალყურეო სიხშირის უნებლიე დაბლოკვის შემთხვევაში, მეთვალყურე ვალდებულია:

ა) შეეცადოს შესაბამისი სხ-ის ამოცნობა;

ბ) იმ შემთხვევაში, როცა ამოცნობილია სიხშირის დამბლოკავი სხ, უნდა შეეცადოს კავშირის დამყარებას  აღნიშნულ სხ-თან, შესაბამის შემთხვევებში, სხ-ის ექსპლუატანტი კომპანიის სიხშირეზე ან საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ „ჰაერი-ჰაერი“ კავშირისთვის გამოსაყენებლად დადგენილ ნებისმიერ მეტად მაღალ სიხშირეზე (VHF) ან კავშირის სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, ხოლო თუ სხ იმყოფება ხმელეთზე -პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.

გ) იმ შემთხვევაში, როცა დამყარებულია კავშირი შესაბამის სხ-თან, საფრენოსნო ეკიპაჟს უნდა მიეცეს მითითება შესაბამის სამეთვალყურეო სიხშირეზე უნებლიე გადაცემების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

3. როდესაც ადგილი აქვს ცრუ და შეცდომაში შემყვან გადაცემებს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხ-ის ფრენას, მეთვალყურემ უნდა:

ა)  განახორციელოს ნებისმიერი ცრუ ან შეცდომაში შემყვანი მითითების ან ნებართვის კორექტირება;

ბ)  განახორციელოს შესაბამის სიხშირე(ებ)ზე ყველა სხ-ის გაფრთხილება ცრუ ან შეცდომაში შემყვანი მითითებების ან ნებართვების გადაცემის შესახებ;

გ)  შესაბამისი სიხშირე(ებ)ის მეშვეობით გადასცეს მითითება ყველა სხ-ს, რათა მოქმედებების დაწყებამდე შეამოწმონ მითითება და ნებართვა;

დ) აუცილებლობისას, მიუთითოს სხ-ებს შეცვალონ სიხშირე; და

ე) შეძლებისდაგვარად, აცნობოს ყველა შესაბამის სხ-ს ცრუ და შეცდომაში შემყვანი მითითებების ან ნებართვების გადაცემის შეწყვეტის შესახებ.

4. პილოტმა სმმ-ის შესაბამის საწარმოსთან უნდა გადაამოწმოს ან დააზუსტოს მის მიერ მიღებული ნებისმიერი მითითება ან ნებართვა, რომელიც მისი აზრით შეიძლება იყოს ცრუ ან შეცდომაში შემყვანი.

5. ცრუ ან შეცდომაში შემყვანი გადაცემების გამოვლენის შემთხვევაში, სმმ-ის პუნქტი მიმართავს საჭირო ზომებს გადამცემის დასადგენად და გადაცემების შესაწყვეტად