1. საწარმო ვალდებულია:

ა) მინიმუმ 4 წელიწადში ერთხელ განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამტარუნარიანობის შეფასება, საჰაერო მოძრაობის ნაკადების მოთხოვნის გათვალისწინებით; და

ბ) განახორციელოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამტარუნარიანობის შეფასება იმ შემთხვევაში, როცა დაგეგმილია ისეთი ცვლილება, რომელიც ზეგავლენას ახდენს სმმ-ის არსებულ გამტარუნარიანობაზე;

გ) უზრუნველყოს საჰაერო სივრცის მოქნილად გამოყენება, ფრენების წარმოების ეფექტურობისა და გამტარუნარიანობის ამაღლების მიზნით.

2. იმ შემთხვევაში, როცა საჰაერო მოძრაობის ნაკადების მოთხოვნა რეგულარულად აღემატება საჰაერო მოძრაობის ნაკადების გამტარუნარიანობას, რაც განაპირობებს ნაკადების შეფერხებას ან აშკარაა, რომ  საჰაერო მოძრაობის ნაკადების მოთხოვნა გადააჭარბებს არსებულს, საწარმომ, რამდენადაც არსებობს პრაქტიკული შესაძლებლობა, უნდა:

ა) მიიღოს ზომები არსებული სისტემის გამტარუნარიანობის მაქსიმალურად გამოსაყენებლად; და

ბ)  შეიმუშაოს გამტარუნარიანობის გაზრდის გეგმა, რომელიც გათვლილი იქნება არსებულ და პროგნოზირებულ მოთხოვნებზ