საწარმო ვალდებულია:

ა) მოამზადოს და სმმ-ის სახელმძღვანელოს მე-2 ნაწილში გამოაქვეყნოს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები და უსაფრთხოების გეგმა და უზრუნველყოს, რომ პერსონალმა იცოდეს  ხანძრის გამოვლენის, განგაშის სიგნალის  და ხანძრის ქრობის სისტემების საექსპლუატაციო მახასიათებლები;

ბ)  შეიმუშაოს და სმმ-ის სახელმძღვანელოს მე-2 ნაწილში გამოაქვეყნოს შესაბამისი პროცედურები, რათა სმმ-ის პუნქტის იძულებითი ევაკუაციის შემთხვევაში უზრუნველყოს:

ბ.ა) ყველა სხ იმ მინიმალური მომსახურებით, რომელიც აუცილებელია ფრენის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად;

ბ.ბ) პერსონალის უსაფრთხო ევაკუაცია;

ბ.გ)  ევაკუაციის გეგმისა და პროცედურების ქმედითობა; და

ბ.დ)  საევაკუაციო გეგმის პერიოდული შემოწმება და ნებისმიერი საჭირო შესწორების და ცვლილების შეტანა.

გ) პერიოდულად ჩაატაროს სწავლება ავარიული ევაკუაციის საკითხებში. ასეთი საცდელი წვრთნა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს სმმ-ის ჩვეულ ფუნქციონირებას.

თავი VIსმმ-ის გამტარუნარიანობა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების რეგულირე