ეროვნული დროშის ფერებთან ერთად, ქვედა, ზედა და გვერდით ზედაპირებზე მათ უნდა ჰქონდეთ 41-ე მუხლში მითითებული მკაფიოდ განსაზღვრული განმასხვავებელი ნიშანი. ამასთანავე, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, უნდა ჰქონდეთ დადგენილი სხვა ნიშანი ან ამოსაცნობი საშუალებები  საომარი მოქმედებების დასაწყისში ან მათი მიმდინარეობისას.

თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, კონფლიქტის მეორე მხარის ტერიტორიაზე ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაფრენა აკრძალულია.

სამედიცინო საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ მიწაზე დაფრენის ან წყალზე დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში, შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი ბორტზე მყოფ პირებთან ერთად აგრძელებს ფრენას.

კონფლიქტის მეორე მხარის ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იძულებითი დაშვების შემთხვევაში, ეკიპაჟი, აგრეთვე დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები ითვლებიან სამხედრო ტყვეებად. სამედიცინო პერსონალს უნდა მოეპყრონ 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისა