კონფლიქტის მონაწილე მხარეების სამედიცინო საჰაერო ხომალდებს, ამ მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული პირობების მიხედვით, შეუძლიათ გადაიფრინონ ნეიტრალური ქვეყნების ტერიტორიაზე და დაფრინდნენ აუცილებლობის შემთხვევაში ან შუალედური შესვენებისათვის. მათ წინასწარ უნდა აცნობონ ნეიტრალურ სახელმწიფოებს მათ ტერიტორიაზე გადაფრენის შესახებ და დაემორჩილონ დაფრენის ან წყალზე დაშვების ყოველგვარ მოთხოვნას. ისინი თავდასხმისაგან დაცული იქნებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინტერესებულ ნეიტრალურ სახელმწიფოებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილ სიმაღლეზე, მარშრუტითა და საათებში იფრენენ.

თუმცა, ნეიტრალურ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ თავიანთ ტერიტორიებზე სამედიცინო საჰაერო ხომალდის ფრენის ან დაფრენის პირობები ან შეზღუდვები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ თანაბრად იქნება გამოყენებული.

ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე სამედიცინო საჰაერო ხომალდიდან გადმოყვანილ დაჭრილებს და ავადმყოფებს, ნეიტრალურ სახელმწიფოსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სხვა სახის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ნეიტრალურმა სახელმწიფომ ისინი, როცა ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, იმგვარად უნდა დააკავოს, რომ მათ ვეღარ შეძლონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. ამ დაჭრილთა და ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციასა და ინტერნირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის სახელმწიფო, რომელზედაც ისინი დამოკიდებულნი არიან.

თავი VII. განმასხვავებელი ემბლე