ნეიტრალური ქვეყნების სანიტარიულმა ფორმირებებმა, რომლებიც 27-ე მუხლის პირობების თანახმად დაშვებული არიან ერთ-ერთი მეომარი მხარისათვის დახმარების აღმოსაჩენად, კონვენციის დროშასთან ერთად ამ მეომარი მხარის ეროვნული დროშაც უნდა აღმართონ, თუკი ეს უკანასკნელი სარგებლობს 42-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით.

შესაბამისი სამხედრო ხელისუფლების საწინააღმდეგო ხასიათის ბრძანების არსებობის შემთხვევების გარდა, მათ ნებისმიერ გარემოებაში შეუძლიათ აღმართონ თავიანთი ეროვნული დროშა/ მაშინაც კი, თუ ისინი მოწინააღმდეგის ხელთ აღმოჩნდებია