გარდა ამ მუხლის შემდგომ პარაგრაფებში მითითებული შემთხვევებისა, თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა და სიტყვები „წითელი ჯვარი“ ან „ჟენევის ჯვარი“, მშვიდობიანობის ან ომის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კონვენციით და ანალოგიური საკითხების შესახებ არსებული სხვა კონვენციებით დაცული სამედიცინო ფორმირებების და დაწესებულებების, პერსონალის და ქონების აღსანიშნავად და დასაცავად. იგივე ეხება 38-ე მუხლის მეორე აბზაცში მითითებულ ემბლემებს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც მათ იყენებენ. წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებები და 26-ე მუხლში მითითებული სხვა საზოგადოებები ამ პარაგრაფის დებულებათა ფარგლებში უფლებამოსილი იქნებიან ისარგებლონ ამ კონვენციის დაცვის მიმნიჭებელი განმასხვავებელი ემბლემებით.

გარდა ამისა, წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნულ საზოგადოებებს შეუძლიათ მშვიდობიან დროს, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ისარგებლონ წითელი ჯვრის ემბლემით და სახელით თავიანთი საქმიანობის სხვა მიმართულებათა განხორციელებისას, რომელიც შეესაბამება წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციების მიერ ფორმულირებულ პრინციპებს. როცა ასეთი საქმიანობა ხორციელდება ომის პერიოდში, ემბლემა ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ არ წარმოიშვას კონვენციის დაცვის მინიჭების მიზნით მისი გამოყენების ვარაუდი, ემბლემა უნდა იყოს შედარებით მცირე ზომის, იგი არ უნდა გამოისახოს სამკლაურებზე და შენობათა სახურავებზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სათანადოდ უფლებამოსილი მათი პერსონალისათვის ნებადართული იქნება, ნებისმიერ დროს ისარგებლოს თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის ემბლემით.

გამონაკლისი ზომის სახით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ერთ-ერთი ნაციონალური საზოგადოების სპეციალური ნებართვით, კონვენციის ემბლემის გამოყენება შეიძლება მშვიდობიანობის პერიოდში სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებისა და დაჭრილთა და ავადმყოფთა უსასყიდლოდ დახმარებისათვის განკუთვნილი პუნქტების ადგილმდებარეობის აღსანიშნავად.

თავი VIII. კონვენციის შესრულე