25-ე მუხლში მითითებული პერსონალი მხოლოდ სამედიცინო მოვალეობების აღსრულების დროს ატარებს თეთრ სამკლაურს, რომელსაც ცენტრში აქვს მცირე ზომის განმასხვავებელი ნიშანი. ეს სამკლაური სამხედრო ხელისუფალთა მიერ ბეჭდითაა დამოწმებული და გაცემული.

ამ პერსონალის სამხედრო მოწმობებში იქნება მითითება მფლობელის მიერ სამედიცინო მომზადების გავლის, მისი მოვალეობების დროებითი ხასიათის, ასევე სამკლაურის ტარების უფლების შესახე