კონვენციის განმასხვავებელი დროშა შეიძლება აღიმართოს მხოლოდ იმ სამედიცინო ფორმირებისა და დაწესებულების თავზე, რომლებსაც იცავს კონვენცია და ისიც მხოლოდ სამხედრო ხელისუფლების თანხმობით.
მოძრავ ფორმირებასა და მუდმივ დაწესებულებაზე კონვენციის დროშასთან ერთად შეიძლება აღიმართოს კონფლიქტის მონაწილე იმ ქვეყნის ეროვნული დროშა, რომელსაც ეკუთვნის მოცემული ფორმირება ან დაწესებულება.
მიუხედავად ამისა, მტრის ხელში მოხვედრილი სამედიცინო ფორმირებები მხოლოდ კონვენციის დროშას აღმართავენ.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები, შესაძლებელი სამხედრო მოქმედების თავიდან ასაცილებლად, მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რამდენადაც ეს საჭიროა საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა სამედიცინო ფორმირებებისა და დაწესებულებების აღმნიშვნელ განმასხვავებელ ემბლემებს მკაფიოდ არჩევდნენ მოწინააღმდეგის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებ