24-ე, 26-ე და 27-ე მუხლებში აღნიშნული პერსონალი მარცხენა ხელზე ატარებს წყალგამძლე სამკლაურს, რომელზედაც გამოსახულია განმასხვავებელი ემბლემა და რომელიც სამხედრო ხელისუფლების ორგანოების მიერ ბეჭდითაა დამოწმებული და გაცემული.

ამ პერსონალს, მე-16 მუხლში მითითებული მედალიონის გარდა, აქვს პირადობის სპეციალური მოწმობა განმასხვავებელი ემბლემით. ეს მოწმობა უნდა იყოს წყალგამძლე და ისეთი ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბეში ჩადება. მოწმობა უნდა შეივსოს შესაბამისი ქვეყნის ენაზე და მასში, სულ მცირე, მითითებული უნდა იყოს მფლობელის გვარი და სახელი, დაბადების წელი, სამხედრო წოდება და ნომერი, ასევე, მითითებული უნდა იყოს, რა სტატუსით აქვს მას ამ კონვენციის დაცვით სარგებლობის უფლება. მოწმობაზე უნდა იყოს მფლობელის ფოტოსურათი, მისი ხელმოწერა ან თითების ანაბეჭდები, ან ერთიც და მეორეც. მოწმობა დამტკიცებული უნდა იყოს სამხედრო ხელისუფლების რელიეფური ბეჭდით.

პირადობის მოწმობები ერთნაირი უნდა იყოს ყოველ ცალკეულ ჯარში და, შეძლებისამებრ, ერთი ტიპის მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეიარაღებულ ძალებში. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ კონვენციაზე თანდართული ნიმუშით. საომარი მოქმედებების დაწყებისას ისინი ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ გამოყენებულ ნიმუშს. ყოველი მოწმობა, შეძლებისდაგვარად, უნდა დამზადდეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელსაგან ერთს შეინახავს ის სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის ეს პირი.

ზემოაღნიშნულ პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას განმასხვავებელი ნიშნები ან პირადობის მოწმობა, ასევე სამკლაურის ტარების უფლება. მათი დაკარგვის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მიიღოს მოწმობისა და განსხვავების ნიშნების დუბლიკატებ