შეიარაღებული ძალების მოძრავი სამედიცინო ფორმირებების ქონება, რომელიც მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდება, დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად იქნება დატოვებული.
მუდმივ სამედიცინო დაწესებულებათა შენობები, ქონება და საწყობები ომის კანონების მოქმედების ქვეშ რჩება, მაგრამ, სანამ არსებობს დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად მათი გამოყენების საჭიროება, ისინი არ უნდა გამოიყენონ სხვა დანიშნულებით. მიუხედავად ამისა, უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში, მოქმედი ჯარის ნაწილების მეთაურებს შეუძლიათ მათი გამოყენება იმ პირობით, რომ მათ წინასწარ უზრუნველყვეს დაწესებულებაში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის სათანადო პირობები.
დაუშვებელია ამ მუხლში მითითებული ქონებისა და საწყობების წინასწარი განზრახვით განადგურებ