მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი 27-ე მუხლში მითითებული პირების დაკავება დაუშვებელია.

საწინააღმდეგო სახის შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში მათ ნებას დართავენ, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში ან, თუ ეს შეუძლებელია, კონფლიქტის იმ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, რომლის სამსახურშიც ისინი იმყოფებოდნენ, მაშინვე, როგორც კი გაიხსნება გზა მათ დასაბრუნებლად და სამხედრო თვალსაზრისით ეს შესაძლებელი გახდება.

გათავისუფლების მოლოდინში ისინი განაგრძობენ თავიანთ მუშაობას მოწინააღმდეგე მხარის ხელმძღვანელობით, უპირატესად, კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის დაჭრილებისა და ავადმყოფების მოსავლელად; რომლის სამსახურშიც ისინი იმყოფებოდნენ.

გამგზავრებისას ისინი თან წაიღებენ კუთვნილ ნივთებს, პირად ქონებას და ძვირფასეულობას, ინსტუმენტებს, იარაღს და, თუ შესაძლებელია, მათ კუთვნილ გადაადგილების საშუალებებსაც.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები ამ პერსონალს, ვიდრე იგი მათ ხელისუფლებაში იმყოფება, უზრუნველყოფენ საკვებით, საბინაო პირობებით, ფინანსებით და ხელფასით, ისევე, როგორც თავიანთი შეიარაღებული ძალების შესაბამის პერსონალს. საკვები თავისი რაოდენობით, ხარისხით და მრავალფეროვნებით ისეთი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოს ამ პერსონალის ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა.

თავი V. შენობები და ნივ