მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში მოხვედრილი 24-ე და 26-ე მუხლებში მითითებული პერსონალი დაკავებული იქნება იმდენად, რამდენააც ამას სამხედრო ტყვეთა სამედიცინო მდგომარეობა, სულიერი მოთხოვნილება და რაოდენობა მოითხოვს.
ამგვარად დაკავებული პერსონალის წევრები არ ჩაითვლებიან სამხედრო ტყვეებად, მაგრამ ისინი, სულ მცირე, ისარგებლებენ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციით გათვალისწინებული ყველა უპირატესობით. ზემოაღნიშნული პერსონალის წევრები, მათი დამკავებელი ქვეყნის სამხედრო კანონებისა და განკარგულებების ფარგლებში და ამ ქვეყნის კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელობით, პროფესიული ეთიკის შესაბამისად, აგრძელებენ თავიანთი სამედიცინო და სასულიერო ვალდებულებების შესრულებას უპირატესად იმ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების სასარგებლოდ, რომელთაც თავად ეკუთვნიან. გარდა ამისა, თავიანთი სამედიცინო და სასულიერო მოვალეობების აღსრულების მიზნით, ისინი სარგებლობენ შემდეგი შეღავათებით:
a) უფლებამოსილი არიან პერიოდულად მოინახულონ ბანაკის გარეთ, სამუშაო ბანაკებსა და ჰოსპიტლებში მყოფი სამხედრო ტყვეები; ამ მიზნით, დამატყვევებელი სახელმწიფო მათ განკარგულებაში გამოყოფს საჭირო სატრანსპორტო საშუალებებს;
b) ყოველ ბანაკში რანგით და სტაჟით უფროსი სამხედრო ექიმი ბანაკის სამხედრო ხელისუფლების წინაშე პასუხისმგებელია დაკავებული სამედიცინო პერსონალის პროფესიულ საქმიანობაზე. ამ მიზნით, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს უთანხმებენ სამედიცინო პერსონალის, აგრეთვე 26-ე მუხლში მითითებულ საზოგადოებათა პერსონალის წოდებათა თანაფარდობას. ამ ექიმს და სასულეირო პირებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ მიმართონ თავიანთ პროფესიულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე ბანაკის სამხედრო და სამედიცინო ხელისუფლებას, რომელიც მათ ამ საკითხებზე კორესპონდენციის წარმოების სათანადო შესაძლებლობას შეუქმნის;
c) მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პერსონალი ბანაკის შინაგანაწესს ემორჩილება, არ შეიძლება მისი იძულება შეასრულოს სამუშაო, რომელიც არ არის დაკავშირებული მის სამედიცინო ან რელიგიურ მოვალეობებთან. საომარი მოქმედებების დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები თანხმდებიან დაკავებული პერსონალის შესაძლო გათავისუფლებაზე და ადგენენ გათავისუფლების პროცედურულ წესს.
არც ერთი ზემოაღნიშნული დებულება არ ათავისუფლებს დამატყვევებელ სახელმწიფოს მასზე დაკისრებული მოვალეობებისაგან სამხედრო ტყვეთა სამედიცინო და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირები