სამხედრო ტყვეები, ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობის მსგავსად, საჰაერო თავდასხმებისა და ომის სხვა საშიშროებისგან თავდასაცავად უნდა სარგებლობდნენ თავშესაფრებით. სამხედრო ტყვეებს, იმ პირების გამოკლებით, რომლებიც აღნიშნულ საფრთხეთაგან თავიანთი ნაგებობების დაცვაში მონაწილეობენ, რაც შეიძლება სწრაფად, განგაშის დაწყებისთანავე უნდა მიეცეთ თავშესაფარში შესვლის შესაძლებლობა. სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად გატარებული ყველა სხვა ღონისძიება უნდა გატარდეს სამხედრო ტყვეების მიმართაც.
დამატყვევებელი სახელმწიფოები, მფარველ სახელმწიფოთა მეშვეობით ერთმანეთს აცნობებენ ყველა საჭირო მონაცემს სამხედრო ტყვეთა ბანაკების გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ.
დღისით, როცა საომარი მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს შესაძლებელი იქნება, ბანაკები უნდა აღინიშნოს ასოებით “PW” ან “PG”, რომლებიც ისე უნდა განლაგდეს, რომ საჰაერო სივრციდან გარკვევით ჩანდეს. თუმცა, დაინტერესებულ სახელმწიფოებს შეუძლიათ აღნიშვნის სხვა სისტემაზეც შეთანხმდნენ. ასეთი აღნიშვნა მხოლოდ სამხედრო ტყვეთა ბანაკებისთვისაა ნებადართულ