სამხედრო ტყვეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩნენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ასეთ დოკუმენტებს აძლევს იმ სამხედრო ტყვეებს, რომელთაც ისინი არ გააჩნიათ.

სამხედრო ტყვეებს არ შეიძლება ჩამოერთვათ წოდებისა და სახელმწიფოსადმი კუთვნილების ნიშნები, ორდენები და ნივთები, რომლებსაც უპირატესად პირადი ან სუბიექტური ფასეულობა აქვთ.

სამხედრო ტყვეებს მათ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა შეიძლება ჩამოერთვათ მხოლოდ ოფიცრის განკარგულებით და მას შემდეგ, რაც თანხის ოდენობა და მფლობელის მონაცემები დარეგისტრირდება სპეციალურ რეესტრში და გაიცემა დეტალური ხელწერილი, რომელშიც გარკვევით იქნება მითითებული მისი გამცემი პირის სახელი, წოდება და სამხედრო ნაწილი. ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ვალუტაში არსებული თანხა, ან ის თანხა, რომელიც სამხედრო ტყვის თხოვნით ამ ვალუტაზე გადაიცვალა, შეიტანება სამხედრო ტყვის პირად ანგარიშზე, 64-ე მუხლის შესაბამისად.

ტყვედ ამყვან სახელმწიფოს სამხედრო ტყვისათვის ძვირფასი ნივთების ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ უსაფრთხოების მოსაზრების საფუძველზე. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება იგივე წესი, რაც ფულადი თანხის ჩამორთმევისას.

აღნიშნული საგნები, ისევე როგორც ჩამორთმეული ფულადი თანხა ნებისმიერ სხვა ვალუტაში, გარდა ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ვალუტისა, რომლის გადაცვლაც მფლობელს არ უთხოვია, უნდა ინახებოდეს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ და ტყვეობის დასრულებისთანავე სამხედრო ტყვეებს პირვანდელი სახით დაუბრუნდე