ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესის მიმართ შესაბამისი პატივისცემით და ყველა შემთხვევაში მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი პირობები, ვიდრე მამაკაცებისათვის.
სამხედრო ტყვეები სრულად ინარჩუნებენ თავიანთ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას, რომლითაც სარგებლობდნენ დატყვევების მომენტში. ტყვედ ამყვან სახელმწიფოს არ შეუძლია შეზღუდოს ამ უფლებაუნარიანობით მინიჭებული უფლებების განხორციელება საკუთარ ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას თავად ტყვეობის პირობები მოითხოვ