მუხლი 16🔗
მე-12 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩენილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები ჩაითვლებიან სამხედრო ტყვეებად და მათზე ვრცელდება საერთაშორისო სამართლის ნორმები სამხედრო ტყვეების შესახებ. ტყვედ ამყვანს უფლება აქვს, გარემოებათა გათვალისწინებით გადაწყვიტოს, მიზანშეწონილია თუ არა ტყვეების დაკავება, გადაყვანა საკუთარი სახელმწიფოს პორტში, ნეიტრალურ პორტში ან თუნდაც მოწინააღმდეგის პორტში. უკანასკნელ შემთხვევაში, ამ წესით საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებული სამხედრო ტყვეები ომის განმავლობაში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებშ