აღნიშნულ პირებს კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რომლის ხელისუფლებაშიც ისინი აღმოჩნდებიან, ყველა შემთხვევაში უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და მოუარონ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავსი კრიტერიუმების საფუძველზე. მათი სიცოცხლისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება მკაცრად აკრძალულია; კერძოდ, მათი მოკვლა ან სიცოცხლის მოსპობა, მათზე წამების ან ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით სამედიცინო დახმარებისა და მოვლის გარეშე დატოვება, აგრეთვე განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მათ დასნეულებას გამოიწვევს.

სამედიცინო დახმარების გაწევისას უპირატესობა შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ გადაუდებელი ხასიათის სამედიცინო მიზეზებით.

ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესისათვის შესაბამისი სათანადო ყურადღებითა და პატივისცემი