კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, აგრეთვე ამ ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების წევრები.
სხვა სახალხო ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების წევრები, აგრეთვე ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების წევრები, რომლებიც ეკუთვნიან კონფლიქტის მონაწილე მხარეს და მოქმედებენ როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, იმ პირობით, რომ აღნიშნული ლაშქრები, რაზმები და მოძრაობები აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ჰყავთ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია თავის ხელქვეითებზე;
გააჩნიათ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;
ღიად ატარებენ იარაღს;
თავიანთ ოპერაციებს ახორციელებენ ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად.
რეგულარული შეიარაღებული ძალების წევრები, რომლებიც თავს მიიჩნევენ იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად, რომელსაც არ ცნობს მათი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო.
პირები, რომლებიც თან ახლავენ შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ არ შედიან მათ შემადგენლობაში, როგორებიც არიან: სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, სამხედრო კორესპონდენტები, მომმარაგებლები,აგრეთვე შეიარაღებული ძალების ყოფითი მომსახურების უზრუნველყოფაში ჩართული პირები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელთაც თან ახლავენ.
კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, მათ შორის, კაპიტნები, ლოცმანები და იუნგები, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟები, თუ ისინი საერთაშორისო სამართლის სხვა დებულებების საფუძველზე არ სარგებლობენ უფრო შეღავათიანი რეჟიმით.
არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სპონტანურად იღებს იარაღს შემოჭრილი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ისე რომ ვერ ასწრებს რეგულარულ შეიარაღებულ შენაერთებად ორგანიზებას და, ამასთან, ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებ