მუხლი 14🔗

მეომარი მხარის ნებისმიერ სამხედრო ხომალდს აქვს უფლება, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, მოითხოვოს სამხედრო ჰოსპიტალურ ხომალდებზე, აგრეთვე საქველმოქმედო საზოგადოებათა ან კერძო პირთა ჰოსპიტალურ გემებზე, ასევე სავაჭრო გემებზე, იახტებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე მყოფი დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდდაღუპულების გადაცემა, იმ პირობით, რომ დაჭრილთა და ავადმყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა მათი გადაყვანის საშუალებას და რომ სამხედრო ხომალდს შეუძლია უზრუნველყოს საჭირო სამედიცინო მოვლისათვის სათანადო პირობებ