1. კონვენციათა დებულებები, რომლებიც ეხება:

(ა) მეორე კონვენციის 22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლში მითითებულ ხომალდებს,(ბ) მათ სამაშველო ნავებს და მცირე სანაოსნო საშუალებებს,(გ)  მათ პერსონალსა და ეკიპაჟს, და

(დ) ბორტზე მყოფ დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს, ასევე შეეხება შემთხვევებს, როდესაც ამ ხომალდებს გადაჰყავთ დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები, რომლებიც არ ეკუთვნიან მეორე კონვენციის მე-13 მუხლში მითითებულ რომელიმე კატეგორიას. თუმცა, არ შეიძლება ამ სამოქალაქო პირთა გადაცემა რომელიმე მხარისთვის, რომელსაც ისინი არ ეკუთვნიან, ან მათი დატყვევება ზღვაზე. თუ ეს პირები მოექცევიან კონფლიქტის იმ მხარის ძალაუფლების ქვეშ, რომელსაც ისინი არ ეკუთვნიან, მათზე გავრცელდება მეოთხე კონვენციისა და წინამდებარე ოქმის დებულებები.

2. მეორე კონვენციის 25-ე მუხლში მითითებული ხომალდების მიმართ კონვენციებით გათვალისწინებული დაცვა ვრცელდება ჰოსპიტალურ გემებზე, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნებით კონფლიქტის მხარეს გადასცა:

(ა) ნეიტრალურმა ან სხვა სახელმწიფომ, რომელიც არ არის კონფლიქტის მხარე; ან

(ბ) მიუკერძოებელმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, იმ პირობით, რომ ორივე შემთხვევაში დაცულია ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული მოთხოვნები.

3. მეორე კონვენციის 27-ე მუხლში მითითებული მცირე სანაოსნო საშუალებები დაცვით სარგებლობენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც დასახელებული მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება არ გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, რომ ერთმანეთს აცნობონ ნებისმიერი დეტალი ამგვარი სანაოსნო საშუალებების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ამოცნობასა და აღიარება