1. სამოქალაქო სამედიცინო პერსონალი სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით.
2. საჭიროების შემთხვევაში, იმ არეალებში, სადაც საბრძოლო მოქმედებების გამო შეფერხებულია სამოქალაქო სამედიცინო მომსახურება, სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს უნდა გაეწიოს ყველა შესაძლო დახმარება.
3. ოკუპანტმა სახელმწიფომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს უნდა აღმოუჩინოს ყოველგვარი დახმარება, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმით შეძლონ თავიანთი ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ასეთმა პერსონალმა, სამედიცინო საფუძვლებისგან განსხვავებული რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიმე პირს მიანიჭოს უპირატესობა. დაუშვებელია პერსონალის იძულება, შეასრულონ თავიანთი ჰუმანიტარული ფუნქციების შეუსაბამო ამოცანები.
4. სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს აქვს წვდომა ნებისმიერ ადგილზე, სადაც არსებობს მათი მომსახურების საჭიროება, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ზედამხედველობისა და უსაფრთხოების ის ზომები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს კონფლიქტის შესაბამისი მხარე.
5. სამოქალაქო რელიგიური პერსონალი სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით. ასეთ პირებზე თანაბრად ვრცელდება კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებები, რომლებიც შეეხება სამედიცინო პერსონალის დაცვასა და იდენტიფიკაცია