1. სამედიცინო დანაყოფები ნებისმიერ დროს სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით და არ უნდა გახდნენ თავდასხმის ობიექტი.

2. პირველი პუნქტი გამოიყენება სამოქალაქო სამედიცინო დანაყოფების მიმართ იმ პირობით, რომ ისინი:

(ა) კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს ეკუთვნიან;

(ბ) კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ხელისუფლების მიერ არიან აღიარებული ან უფლებამოსილი; ან

(გ) უფლებამოსილი არიან წინამდებარე ოქმის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ან პირველი კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად.

3. კონფლიქტში მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს აცნობონ თავიანთი სტაციონარული სამედიცინო დანაყოფების განლაგების შესახებ. ამგვარ შეტყობინებათა არარსებობა არ ათავისუფლებს არცერთ მხარეს პირველი პუნქტის დებულებათა დაცვისაგან.

4. არცერთ ვითარებაში სამედიცინო დანაყოფები არ უნდა გამოიყენებოდეს სამხედრო ობიექტების თავდასხმისგან დასაფარად. კონფლიქტის მხარეებმა შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყონ, რომ სამედიცინო დანაყოფების იმგვარი განლაგება, რომ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის დროს საფრთხე არ ექმნებოდეს მათ უსაფრთხოება