1. ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია სამედიცინო ეთიკის შესაბამისად თავისი სამედიცინო საქმიანობის შესრულებისათვის პირის დასჯა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ სარგებლობის ამით.

2. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი პირები არ უნდა აიძულონ, შეასრულონ სამუშაო, რომელიც ეწინააღმდეგება სამედიცინო ეთიკას ან დაჭრილთა და ავადმყოფთა ინტერესების დამცავ სხვა სამედიცინო წესებს, ან კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დებულებებს, ან რომ თავი შეიკავონ აღნიშნული ნორმებითა და დებულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისაგან.

3. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი პირი არ უნდა აიძულონ, რომ რომელიმე მხარეს – მოწინააღმდეგე მხარეს ან საკუთარი მხარის წარმომადგენელს, გარდა ამ უკანასკნელის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიაწოდოს ინფორმაცია ავადმყოფების ან დაჭრილების შესახებ, რომლებიც მისი ზრუნვის ქვეშ იყვნენ ან არიან, თუ ინფორმაციის გადაცემა, მისი აზრით, ზიანს მიაყენებს პაციენტებს ან მათ ოჯახებს. თუმცა, უნდა შესრულდეს რეგულაციები ინფექციური დაავადებების შეტყობინების შესახე