1. სამოქალაქო მოსახლეობა პატივისცემით უნდა მოეპყროს დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს, თუნდაც ისინი მოწინააღმდეგე მხარეს ეკუთვნოდნენ, და მათ მიმართ არ უნდა ჩაიდინონ ძალადობის აქტები. სამოქალაქო მოსახლეობას და დახმარების საზოგადოებებს, როგორიცაა წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებები, უნდა მიეცეთ ნება, საკუთარი ინიციატივის შემთხვევაშიც, თავი მოუყარონ დაჭრილებს, ავადმყოფებს და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს და მოუარონ მათ, თუნდაც დაპყრობილ ან ოკუპირებულ არეალებში. არავის უნდა მიადგეს ზიანი, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, ცნობილ იქნეს მსჯავრდებულად ან დაისაჯოს ამგვარი ჰუმანიტარული მოქმედებისათვის.

2. კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სამოქალაქო მოსახლეობას და პირველ პუნქტში მითითებულ დახმარების საზოგადოებებს, რათა თავი მოუყარონ და იზრუნონ დაჭრილებზე, ავადმყოფებზე და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებზე, მოიძიონ გარდაცვლილები და აცნობონ მათი ადგილმდებარეობა; მათ უნდა უზრუნველყონ იმ პირთა დაცვა და მხარდაჭერა, რომლებიც გამოეხმაურებიან ასეთ მოწოდებას. თუ მოწინააღმდეგე მხარე დაამყარებს ან აღადგენს კონტროლს არეალზე, ამ მხარემ უნდა უზრუნველყოს იგივე დაცვა და მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო