1. დაცვა, რომლითაც სამოქალაქო სამედიცინო დანაყოფები სარგებლობენ, წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათ, ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულების გარდა, იყენებენ მოწინააღმდეგისათვის საზიანო ქმედებებისთვისაც. თუმცა, დაცვა წყდება მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების მიცემის შემდეგ, რომელიც, შესაბამის შემთხვევაში, აწესებს გონივრულ ვადას, და მას შემდეგ, რაც ასეთი გაფრთხილება მხედველობაში არ იქნა მიღებული.
2. მოწინააღმდეგისათვის საზიანო ქმედებად არ ითვლება:
(ა) სამედიცინო დანაყოფის პერსონალის მიერ თავდაცვის ან მათ მზრუნველობაში მყოფი დაჭრილების და ავადმყოფების დაცვის მიზნით პირადი მსუბუქი იარაღის ტარება;
(ბ) სამედიცინო დანაყოფის გუშაგებით, მორიგეებით ან ბადრაგით დაცვა;
(გ) სამედიცინო დანაყოფში ავადმყოფებისა და დაჭრილებისათვის ჩამორთმეული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების არსებობა, რომელიც შესაბამისი სამსახურებისათვის ჯერ არ გადაუციათ;
(დ) სამედიცინო დანაყოფში, სამედიცინო მიზეზების გამო, შეიარაღებული ძალების წევრების ან სხვა კომბატანტების ყოფნ