1. მშვიდობიან დროს მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებების დახმარებით უნდა ეცადონ კვალიფიციური პერსონალის მომზადებას, რათა ხელი შეუწყონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებას და, განსაკუთრებით, მფარველი სახელმწიფოების საქმიანობას.

2. ამგვარი პერსონალის შეკრება და მომზადება ექცევა სახელმწიფოს შიდა იურისდიქციაში.

3. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ სარგებლობისთვის, უნდა შეინახოს ამგვარად მომზადებული პირების სიები, რომლებიც მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა შესაძლოა შეადგინონ და გადასცენ მას ამ მიზნით.

4. ასეთი პერსონალის ეროვნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მუშაობის მომწესრიგებელი პირობები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის სპეციალური შეთანხმებების საგან