1. კონფლიქტის მხარეები ვალდებული არიან, კონფლიქტის დაწყებისთანავე უზრუნველყონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის ზედამხედველობა და განხორციელება მფარველი სახელმწიფოების სისტემის გამოყენების მეშვეობით, რაც მოიცავს, inter alia, ამ სახელმწიფოთა დანიშვნას და აღიარებას ქვემოთ მოცემული პუნქტების შესაბამისად. მფარველ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, დაიცვან კონფლიქტის მხარეების ინტერესები.
2. პირველ მუხლში მითითებული სიტუაციის დაწყებისთანავე, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტის თითოეულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს მფარველი სახელმწიფო და ასევე, დაუყოვნებლივ და იმავე მიზნით, მის მიერ აღიარებულ დანიშნულ მფარველ სახელმწიფოს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი დანიშვნის შემდეგ, უნდა დართოს საქმიანობის ნება.
3. თუ მფარველი სახელმწიფო არ არის დანიშნული ან აღიარებული პირველ მუხლში მითითებული სიტუაციის დაწყებისთანავე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ნებისმიერი სხვა მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მიერ მსგავსი მოქმედების უფლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, კონფლიქტის მხარეებს უნდა შესთავაზოს თავისი კეთილი სამსახური იმ მფარველი სახელმწიფოს დაუყონებლივ დანიშვნის მიზნით, რომელსაც დათანხმდებიან კონფლიქტის მხარეები. ამ მიზნით, მას შეუძლია, inter alia, თითოეულ მხარეს სთხოვოს სულ მცირე ხუთი სახელმწიფოს შემცველი სიის წარდგენა, რომელთაც, როგორც მფარველ სახელმწიფოს, ეს სახელმწიფო მისაღებად მიიჩნევს, რათა მისი სახელით იმოქმედოს მოწინააღმდეგე მხარესთან ურთიერთობაში, და თითოეულ მოწინააღმდეგე მხარეს სთხოვოს სულ მცირე იმ ხუთი სახელმწიფოს შემცველი სიის წარდგენა, რომლებსაც მისთვის მისაღები იქნება პირველი მხარის მფარველ სახელმწიფოდ; ეს სიები კომიტეტს უნდა გაეგზავნოს შესაბამისი თხოვნის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში; მან უნდა შეაჯეროს ისინი და უნდა ეცადოს, მოიპოვოს ორივე სიაში დასახელებული ნებისმიერი შემოთავაზებული სახელმწიფოს თანხმობა.
4. თუ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მფარველი სახელმწიფო არ არის დანიშნული, კონფლიქტის მხარეები დაუყონებლივ უნდა დათანხმდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის ყველა გარანტიის მიმცემი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წინადადებას, იმოქმედოს როგორც შემცვლელმა აღნიშნულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების შემდეგ და ამ კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით. ამგვარი შემცვლელის ფუნქციონირება დამოკიდებულია კონფლიქტის მხარეების თანხმობაზე; კონფლიქტის მხარეებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა შემცვლელს ხელი შეუწყონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისად მისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულების ოპერაციებში.
5. მე-4 მუხლის შესაბამისად, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების მიზნით, მფარველი სახელმწიფოს დანიშვნა და აღიარება გავლენას არ მოახდენს კონფლიქტის მხარეების ან ნებისმიერი ტერიტორიის, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიის სამართლებრივ სტატუსზე.
6. კონფლიქტის მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება ან, დიპლომატიურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მესამე სახელმწიფოსთვის მინდობა არ არის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების მიზნით მფარველი სახელმწიფოების დანიშვნის დაბრკოლება.
7. წინამდებარე ოქმში მფარველი სახელმწიფოს ყოველი შემდგომი მოხსენიება ასევე გულისხმობს შემცვლელსა