იმ დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რომლებიც ნებისმიერ დროს მოქმედებს:

(ა) კონვენციები და წინამდებარე ოქმი გამოიყენება ამ ოქმის პირველ მუხლში მითითებული ნებისმიერი სიტუაციის დაწყებიდან;

(ბ) კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენება კონფლიქტის მხარეების ტერიტორიაზე წყდება სამხედრო მოქმედებების ზოგადად დამთავრებისთანავე, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში – ოკუპაციის შეწყვეტისთანავე, გარდა იმ პირების მიმართ, ორივე შემთხვევაში, რომელთა საბოლოო გათავისუფლება, რეპატრიაცია ან რესტიტუცია ხორციელდება მოგვიანებით. ეს პირები აგრძელებენ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებებით სარგებლობას მათი საბოლოო გათავისუფლების , რეპატრიაციის ან რესტიტუციის მომენტამდ