1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, ყველა გარემოებაში პატივი სცენ წინამდებარე ოქმს და უზრუნველყონ მისი პატივისცემა.
2. წინამდებარე ოქმით ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში სამოქალაქო პირები და კომბატანტები რჩებიან საერთაშორისო სამართლის იმ პრინციპების დაცვისა და მოქმედების ქვეშ, რომლებიც წარმოშობილია დამკვიდრებული ჩვეულებიდან, ადამიანურობის პრინციპებიდან და საზოგადოებრივი შეგნების მოთხოვნებიდან.
3. წინამდებარე ოქმი, რომელიც ავსებს ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებს, გამოიყენება ამ კონვენციებისათვის საერთო მე-2 მუხლში მითითებულ სიტუაციებში.
4. წინა პუნქტში მითითებული სიტუაციები მოიცავს შეიარაღებულ კონფლიქტებს, რომელშიც ხალხები იბრძვიან კოლონიური ჩაგვრის, უცხოელთა ოკუპაციისა და რასისტული რეჟიმების წინააღმდეგ, ახორციელებენ რა მათი თვითგამორკვევის უფლებას, როგორც ეს ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და „სახელმწიფოთა შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ“ დეკლარაციაშ