1. ურთიერთშეხების ზონის იმ ნაწილებში და მათ ზემოთ საჰაერო სივრცეში, რომლებსაც ფიზიკურად აკონტროლებენ მეგობრული ძალები, და იმ არეალებსა და მათ ზემოთ საჰაერო სივრცეში, რომელთა ფიზიკური კონტროლი არ არის ნათლად გამოხატული, ასევე შესაბამის საჰაერო სივრცეში, სამედიცინო საჰაერო ხომალდების დაცვა სრულიად ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ კონფლიქტის მხარეების კომპეტენტურ სამხედრო ორგანოთა შორის შესაბამისი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, როგორც ეს გათვალისწინებულია 29-ე მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შეთანხმების არარსებობის დროს, სამედიცინო საჰაერო ხომალდები მოქმედებენ საკუთარი რისკით, ასეთად აღიარების შემდეგ ისინი მაინც სარგებლობენ პატივისცემით.
2. „ურთიერთშეხების ზონა“ ნიშნავს ხმელეთის ნებისმიერ არეალს, სადაც მოწინააღმდეგე ძალების მოწინავე ნაწილები იმყოფებიან ურთიერთშეხებაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ისინი ექცევიან ხმელეთიდან გახსნილი პირდაპირი ცეცხლის მოქმედების ქვე