1. კონფლიქტის მხარეებს ეკრძალებათ სამედიცინო საჰაერო ხომალდების გამოყენება მოწინააღმდეგე მხარეზე რაიმე სახის სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად. სამედიცინო საჰაერო ხომალდების ადგილზე ყოფნა არ უნდა იქნეს გამოყენებული სამხედრო ობიექტების თავდასხმისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად.
2. სამედიცინო საჰაერო ხომალდები არ უნდა იქნეს გამოყენებული სადაზვერვო მონაცემების შესაგროვებლად ან გადასაცემად და არ უნდა გადაიტანოს ამ მიზნებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა. მათ ეკრძალებათ ნებისმიერი იმ პირის ან იმ ტვირთის ტრანსპორტირება, რომლებიც არ ექცევიან მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის განსაზღვრებაში. ბორტზე მყოფი პირების პირადი ნივთების ან ისეთი აღჭურვილობის გადატანა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ნავიგაციის, კომუნიკაციის ან იდენტიფიკაციის გასაადვილებლად, არ ჩაითვლება აკრძალულად.
3. სამედიცინო საჰაერო ხომალდმა არ უნდა გადაიტანოს შეიარაღება, გარდა ბორტზე მყოფი დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებისთვის ჩამორთმეული მსუბუქი იარაღისა და საბრძოლო მასალისა, რომლებიც ჯერ არ გადაუციათ შესაბამისი სამსახურისთვის, ასევე, ისეთი ინდივიდუალური მსუბუქი იარაღები, რომელიც ბორტზე მყოფ სამედიცინო პერსონალს აძლევს თავდაცვისა და მის მზრუნველობის ქვეშ მყოფი დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების დაცვის საშუალებას.
4. 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული ფრენის განხორციელებისას, სამედიცინო საჰაერო ხომალდები, მოწინააღმდეგე მხარესთან წინასწარი შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უნდა იქნეს გამოყენებული დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მოსაძიებლა