1. 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებებში ან წინასწარი შეთანხმების თაობაზე 26-ე, 27-ე, 28-ე (მე-4 პუნქტი) ან 31-ე მუხლებით გათვალისწინებულ თხოვნებში უნდა მიეთითოს სამედიცინო საჰაერო ხომალდების სავარაუდო რაოდენობა, მათი ფრენის გეგმები და ამოცნობის საშუალებები, და უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ყველა ფრენა განხორციელდება 28-ე მუხლის შესაბამისად.

2. მხარემ, რომელიც იღებს 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებას, დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს ასეთი შეტყობინების მიღება.

3. მხარემ, რომელიც იღებს წინასწარი შეთანხმების შესახებ 26-ე, 27-ე, 28-ე (მე-4 პუნქტი) ან 31-ე მუხლებით გათვალისწინებულ თხოვნებს, მთხოვნელ მხარეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს:

(ა) თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ;

(ბ) თხოვნაზე უარის თქმის შესახებ; ან

(გ) თხოვნის გონივრული ალტერნატიული წინადადებების შესახებ. მას ასევე შეუძლია შესთავაზოს მოცემულ არეალში შესაბამისი დროის განმავლობაში სხვა ფრენების შეზღუდვა ან აკრძალვა. თუ მთხოვნელი მხარე დათანხმდება შეთავაზებულ ალტერნატიულ წინადადებებს, მან ასეთი თანხმობის შესახებ უნდა აცნობოს მეორე მხარეს.

4. მხარეებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყონ შეტყობინებების გაგზავნისა და შეთანხმებების დადების სწრაფად განხორციელება.

5. მხარეებმა ასევე უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა ასეთი შეტყობინებებისა და შეთანხმებების შინაარსი სწრაფად გაავრცელონ შესაბამის სამხედრო დანაყოფებში და ამ დანაყოფებს უნდა მისცენ ინსტრუქცია ამოცნობის იმ საშუალებათა შესახებ, რომელსაც გამოიყენებს კონკრეტული სამედიცინო საჰაერო ხომალდ